1764691979
უცხოეთი
მარკ რუტე: უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს
ნატოს გენერალური დივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არსებობს.
„პრაქტიკული სიტუაცია, როგორც მოგეხსენებათ, ასეთია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა მოკავშირის მხრიდან კონსენსუსია საჭირო. ამჟამად კი, როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.