1764687958
უცხოეთი
მარკ რუტე: დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის ძალისხმევა საბოლოოდ მშვიდობას მოიტანს ევროპაში
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა ევროპაში მშვიდობის დამყარებით დასრულდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მდგრადი ძალისხმევა საბოლოოდ მშვიდობას დააბრუნებს ევროპაში“, - განაცხადა რუტემ.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება, სტივ უიტკოფისა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.