მარკ კარნი ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, „შეწყვიტოს ძალის დემონსტრირება“
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, „შეწყვიტოს ძალის დემონსტრირება“ და „მიმების კეთება“.
კარნის თქმით, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შესაძლოა, განახლდეს, თუ ვაშინგტონი მოლაპარაკებებს სერიოზულად მოეკიდება.
ამავდროულად, მან შეერთებული შტატები დაადანაშაულა ისეთი პირობების წაყენებაში, რომლებმაც, მისი თქმით, შესაძლოა, კანადური ინდუსტრიების „თანდათანობითი ლიკვიდაცია და განადგურება“ გამოიწვიოს.
„როდესაც ამერიკელები შეწყვეტენ მიმების კეთებას, შეურაცხყოფას და ძალის დემონსტრირების მცდელობას და ამის ნაცვლად, სერიოზულად მოეკიდებიან ამ მოლაპარაკებებს, ჩვენ შევძლებთ მათ ჩატარებას. ეს არ არის კონსტრუქციული, მაგრამ ასეთია მათი დემოკრატია“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
მარკ კარნის განცხადება იმ ფონზე ვრცელდება, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფი დააწესა. ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა, „ამერიკის ტბა“ უწოდა და სოციალურ ქსელებში კანადას დასცინა.