1780492194
უცხოეთი
მარია ზახაროვა: სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნების გზით თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე სომხეთი უნდა გადაარჩინონ.
ზახაროვამ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს არასდროს უმოქმედია სომეხი ხალხის წინააღმდეგ.
„სომხეთის მოქალაქეებს ახლა ყველა შესაძლებლობა აქვთ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი“, - განაცხადა მარია ზახაროვამ და დასძინა, რომ „რუსეთი ყველანაირად მხარს უჭერდა დაეხმარა და ზოგჯერ გადაარჩინა კიდეც სომხეთი“.
„თუმცა, ახლა გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეებზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ზახაროვა.