მაია სანდუ: მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ არის მიმართული, თუმცა ინტეგრაციის გზაზე მეტი სიცხადე და ჩართულობა გვჭირდება
„მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ არის მიმართული, თუმცა ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად ქვეყანას ბლოკის მხრიდან „მდგრადი ჩართულობა“ და „სიცხადე“ სჭირდება“, - განუცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ Euronews-ს.
მაია სანდუს თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყებიდან მოლდოვამ „გამოიჩინა მონდომება და შეასრულა თავისი ვალდებულებები“.
„ახლა ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხრიდან უწყვეტი ჩართულობა და სიცხადე, რათა გაფართოება სტრატეგიულ პრიორიტეტად დარჩეს და შევინარჩუნოთ იმპულსი მათთვის, ვინც ასრულებს თავის ვალდებულებებს“, - აცხადებს სანდუ.
სანდუს განცხადებით, მოლდოვას,დემოკრატიის გადარჩენა და გაძლიერება, მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში შეუძლია.
ინფორმაციისთვის, 4 ნოემბერს ევროკავშირი „გაფართოების ანგარიშს“ გამოაქვეყნებს. მომდევნო გაფართოება 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.