1762074374
უცხოეთი
ლუვრის ძარცვის საქმის ფარგლებში, ბრალდება კიდევ ორ ეჭვმიტანილს წაუყენეს
ლუვრის ძარცვის საქმის ფარგლებში, ბრალდება კიდევ ორ ეჭვმიტანილს წაუყენეს, მათ შორის ერთი ქალია.
პარიზის პროკურატურის ცნობით, ორივე მათგანი ძარცვასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მათთან ერთად დაკავებული 3 ეჭვმიტანილი კი, ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
ამ დროისთვის, პატიმრობაში 4 ეჭვმიტანილი იმყოფება.
მათ ყველაზე ხმაურიან ძარცვაში ედებათ ბრალი, რომლის დროსაც 102 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.