1779633807
უცხოეთი
ლუკაშენკოსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა - ლუკაშენკოს პრესსამსახური
„ბელორუსის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს, ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა“, - ამის შესახებ BelTA-ს ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განუცხადა.
როგორც ბელორუსული მედია იტყობინება, სახელმწიფოს მეთაურებმა რეგიონული საკითხები განიხილეს. ბელარუსის ურთიერთობები ევროკავშირთან კერძოდ, საფრანგეთთან.
ინფორმაციისთვის, დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა განაახლონ.