1752933025
უცხოეთი
ლოს-ანჯელესში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი

ლოს-ანჯელესში, სანტა მონიკას ბულვარზე, ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ცნობით, დაშავებულებიდან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 6 საშუალო სიმძიმის არის, ხოლო 10-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე მოხდა.
ამ ეტაპზე ინციდენტის მოტივი უცნობია.