1752953912
უცხოეთი
ლონდონში პროპალესტინური დაჯგუფების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ლონდონში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის 55 მონაწილე დააკავეს, რომლებიც მოძრაობა - „Palestine Action“ -ის საქმიანობის აკრძალვას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ Sky News-ი წერს.
„Palestine Action“ -ი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
მომიტინგეები პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე შეიკრიბნენ თეთრი პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „მე გენოციდის წინააღმდეგი ვარ, მხარს ვუჭერ Palestine Action-ს“.
ზოგიერთი მათგანი ადგილზე დააკავეს, ზოგი კი ხელბორკილებით გაიყვანეს. პოლიციამ სულ 55 ადამიანი დააკავა.
მსგავსი საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა მანჩესტერში, ედინბურგში, ბრისტოლსა და ტრუროში.