1768054877
უცხოეთი
Le Monde: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნმა შს მინისტრს მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესწავლა დაავალა. ამის შესახებ Le Monde-მ წყაროებიდან შეიტყო.
გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, მუნიციპალური არჩევნების დროს, 15 და 22 მარტს ჩატარდეს.
წყაროების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ განაცხადეს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის მოთხოვნას გეგმავენ.