1791011520
უცხოეთი
ლატვიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
„ლატვიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
100-მანდატიან სეიმში ადგილის მოსაპოვებლად 14 პოლიტიკური პარტია იბრძვის.
სეიმში მოსახვედრად აუცილებელია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. უმრავლესობისთვის კი, 51 მანდატი.
არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1.55 მილიონამდე ადამიანს აქვს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მიზეზი სამთავრობო კრიზისი გახდა, რომელიც ექვსი თვის წინ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნით დაიწყო, რამაც პოლიტიკური დაპირისპირება და მინისტრთა კაბინეტის გადადგომა გამოიწვია.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ბიულეტენების ხელით დათვლის პროცესი დაიწყება.