1762944967
უცხოეთი
კვიპროსში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
კვიპროსში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:32 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ცენტრის ცნობით, ბიძგები ლიბანშიც იგრძნობოდა.