Loading data...
კუნძულ კრეტასთან ნავის ჩაძირვის შედეგად 17 მიგრანტი დაიღუპა

კუნძულ კრეტას სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას, მიგრანტების ნავი ჩაიძირა. დაიღუპა 17 ადამიანი. ამის შესახებ საბერძნეთის ხელისუფლება იტყობინება. 

„ორი გადარჩენილი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განუცხადა სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა AFP-ს.

გადარჩენილებმა მაშველებს უთხრეს, რომ ძლიერი შტორმის დროს გემზე კონტროლი დაკარგეს, რის გამოც გემზე მყოფი პირები ღია ზღვაში წყლის, საკვებისა და სათანადო თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.

ამ ეტაპზე უცნობია რომელი ქვეყნიდან იყვნენ მიგრანტები.