Loading data...
კიევში რუსული ძალების იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა

14 ნოემბრის ღამეს კიევზე რუსეთის კომბინირებული დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. 

ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაშავებულებს შორის 7 და 10 წლის ბავშვები არიან. 

„ცხრა ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, მათ შორის ორსული ქალი. დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ. 

14 ნოემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე მასშტაბური, კომბინირებული იერიში მიიტანეს. 

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტა გამოიყენეს.