Loading data...
კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 4-მდე გაიზარდა - ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთმა „ორეშნიკი“ გამოიყენა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა, ასობით დრონი და ათობით რაკეტა გამოიყენა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

მათივე ცნობით, კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი ადამიანების რიცხვი 4-მდე გაიზარდა, 81 კი დაშავდა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კიევზე იერიშის მისატანად ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა. 

მისივე ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 90 რაკეტა, მათ შორის 36 ბალისტიკური და 600 დრონი გაუშვეს.