Loading data...
კიევში ერთმანეთს სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ - არიან დაშავებულები

„კიევში, დნეპროვსკის რაიონში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა (SBU) და მთავარ სადაზვერვო დირექტორატს (GUR) შორის სროლა მოხდა“, - ამის შესახებ Ukrainska Pravda იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამხედრო დაზვერვის სამი თანამშრომელი დაშავდა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილი გადაკეტა.

სახელმწიფო გამოძიების ბიუროს წარმომადგენლების ჩართვის შემდეგ, მხარეები სროლის შეწყვეტასა და საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

ინციდენტი, სავარაუდოდ, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ სამხედრო დაზვერვის დანაყოფის მეთაურის მოადგილის სტეპან კაპლუნოვის გაუჩინარებასა და დაკავებას უკავშირდება.