Loading data...
ხორვატიაში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ხორვატიაში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელეს

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი დაიღუპა.

თურქეთის სასოფლო-სამეურნეო მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი იბრაჰიმ იუმაკლი აცხადებს, რომ ხორვატიაში დაკარგული თურქეთის სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის სახანძრო თვითმფრინავის ნამსხვრევები ცოტა ხნის წინ იპოვეს.

„2025 წლის 13 ნოემბერს, თურქეთის დროით 17:38 საათზე თვითმფრინავები ზაგრების აეროპორტის მიმართულებით აფრინდნენ, მაგრამ არასასურველი ამინდის პირობების გამო რეჯიკას აეროპორტში დაბრუნება დაიწყეს. დაბრუნების მარშრუტზე ერთი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა რეჯიკას აეროპორტში, მაგრამ მეორესთან რადიოკავშირი 18:25 საათზე დაიკარგა“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში ავიაკატასტროფას გამოეხმაურა.

„დღეს, საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ გენერალური დირექტორატის კუთვნილი სახანძრო თვითმფრინავი, სამწუხაროდ, ხორვატიაში ჩამოვარდა. ღრმად ვართ დამწუხრებული ამ ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ჩვენი ერთ-ერთი პილოტი იმსხვერპლა. ვლოცულობ მისთვის და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს“, - წერს ერდოღანი.