1752924616
უცხოეთი
ხერსონის ოლქში სამი მოხალისე რუსულ ნაღმზე აფეთქდა

ხერსონის ოლქში, ველეტენსკოეში 3 მოხალისე რუსულ ნაღმზე აფეთქდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„30, 32 და 57 წლის კაცებმა ნაღმის აფეთქების შედეგად დაზიანებები და დაჟეჟილობები მიიღეს. დაშავებულების მდგომარეობა მსუბუქია“, - წერს უკრაინული მედია.
ხელისუფლების ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურეების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. კერძოდ, რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი ადგილები, მათ დააზიანეს მრავალსართულიანი შენობა და 9 კერძო სახლი.
რუსებმა ასევე გაანადგურეს ადგილობრივი სახანძრო სამსახურის შენობა, დამხმარე შენობები, ავტოფარეხი და კერძო მანქანები.