1762082996
უცხოეთი
კენიაში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა
კენიაში მეწყერს სულ მცირე, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
სტიქია კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია, რომელმაც 1000-ზე მეტი სახლი დაანგრია.
სტიქიის რეგიონში სამაშველო სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ოპერაციაში სამხედროები, პოლიცია და ჰუმანიტარული ორგანიზაციები არიან ჩართულები.