Loading data...
ყაზახეთის პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდა აკრძალა

ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, მაჟილისმა, 12 ნოემბერს მეორე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს რომლებიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის და პედოფილიის პროპაგანდას კრძალავს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კანონის მიხედვით, მედიაში და სოციალურ ქსელებში ლგბტ პროპაგანდის კონტენტის განთავსება ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისნინებს. საუბარია ჯარიმაზე ან 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაზე.

როგორც მმართველი პარტიის, „ამანათის“ აღმასრულებელმა მდივანმა ელნურ ბეისენბაევმა განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებები ნეგატიური კონტენტისგან ბავშვების და მოზარდების დაცვისკენ არის მიმართული და საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განცხადებების გაკეთება იკრძალება.

ამასთანავე, ეისენბაევმა განაცხადა, რომს საუბარი არ მიდის ლგბტ საზოგადოების აკრძალვაზე ან გაუქმებაზე, არამედ საქმე ეხება ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების რეგულირებაზე. ეს ნორმები ფართოდ გავრცელებულია საერთაშორისო პრაქტიკად შეესაბამება. მსგავსი წესები უკვე მოქმედებს უნგრეთში, ბულგარეთში, ლიეტუვაში, პოლონეთში, ყირგიზეთსა და რუსეთში.

ახლა კანონპროექტი დასამტკიცებლად ყირგიზეთს პარლამენტი ზედა პალატას, სენატს გადაეგზავნა. სენატის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში კანონს ხელი უნდა მოაწეროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, რომელიც ასევე ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერია.