Kathimerini: საბერძნეთმა უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა მის სანაპიროსთან ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული საზღვაო დრონის აღმოჩენის გამო
საბერძნეთმა უკრაინას ოფიციალური დიპლომატიური პროტესტი გაუგზავნა კუნძულ ლევკადის სანაპიროსთან ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული საზღვაო დრონის აღმოჩენის გამო. იუწყება Kathimerini.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გეორგიოს გერაპეტრიტისმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს კაია კალასს კიევისთვის პროტესტის გამოხატვის გეგმების შესახებ აცნობა.
გავრცელებული ცნობით, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძების შედეგებმა დაადასტურა, რომ დრონი უკრაინული იყო.
გერაპეტრიტსმა ეს საკითხი უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთანაც განიხილა 28 მაისს კვიპროსში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დროს.
შემოწმების მონაცემებში ნათქვამია, რომ საზღვაო დრონი „უფრო ფართო ოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა სხვა მსგავსი სისტემების ჩართვას რუსეთის ინტერესების დამცველი გემების დასაზიანებლად. ათენმა კიევს აცნობა, რომ ამ გეგმის შესახებ იცოდა.
მათ დასძინეს, რომ საბერძნეთის პრიორიტეტი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ აღიაროს თავისი შეცდომა და ხმელთაშუა ზღვიდან გაიტანოს ყველა დარჩენილი საბრძოლო დრონი.
ცნობისთვის, 7 მაისს კუნძულ ლეფკადასთან ახლოს საზღვაო დრონი მეთევზეებმა აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას 100 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებას გადაჰქონდა.