Loading data...
კატარის საგარეო უწყების პრესსპიკერი: კატარის სახელმწიფო მკაცრად გმობს თავდასხმას, არ შეეგუება ისრაელის უპასუხისმგებლო ქცევას

კატარი „მკაცრად გმობს“ ისრაელის თავდასხმას დოჰაში „ჰამასის“ ლიდერებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯედ ალ ანსარიმ განაცხადა, რომ დარტყმის სამიზნე საცხოვრებელი შენობები იყო, სადაც „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრი ცხოვრობდა და განაცხადა, რომ „დანაშაულებრივი თავდასხმა წარმოადგენს ყველა საერთაშორისო კანონისა და ნორმის აშკარა დარღვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის კატარის მცხოვრებლების უსაფრთხოებას“.

ანსარი დასძენს, რომ კატარი „არ მოითმენს ისრაელის ამ უგუნურ საქციელს და რეგიონის უსაფრთხოებით მანიპულირებას, ასევე, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მისი უსაფრთხოების, სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული“.

მისი თქმით, კატარი „უმაღლეს დონეზე“ იძიებს საქმეს.