1779621348
უცხოეთი
კაია კალასი რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე: ეს არის ბირთვულ ზღვარზე უგუნური თამაში
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი 24 მაისის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა.
კაია კალასის თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში აღმოჩნდა, ამიტომ უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული თავდასხმებით ატერორებს.
„ეს არის საზარელი ტერორისტული აქტები, რომელთა მიზანია, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი იყენებს „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს, სისტემებს, რომლებიც ბირთვული ქობინების გადასატანად არის განკუთვნილი. ეს არის პოლიტიკური დაშინების ტაქტიკა და ბირთვულ ზღვარზე უგუნური თამაში“, – აცხადებს კაია კალასი.