ჯეი დი ვენსი: 2026 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მთავარი მიზეზი ირანთან ომი გახდა
„ჩვენი წაგების მიზეზი ირანთან ომია. ეს თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა“, - ასე აფასებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 2026 წლის შუალედური არჩევნების შედეგებს, სადაც რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაკარგეს.
ვენსის განცხადებით, დემოკრატების გამარჯვება და რესპუბლიკური პარტიის მარცხი პირდაპირ უკავშირდება ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ შედეგებს.
ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ომის ფონზე გაზრდილმა ინფლაციამ და ფასების მატებამ ამერიკელ ამომრჩეველში უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
„ყველამ იცის, რატომ წავაგეთ. თუმცა, თუ გსურთ ამტკიცოთ, რომ ეს ამად ღირდა – სენატის მომდევნო 6 წლით დაკარგვად ღირდა - მაშინ იდავეთ, რომ ეს ღირებული საფასური იყო. ეთანხმებით თუ არა, ეს პოზიცია სულ ცოტა გულწრფელი მაინც იქნება, მაგრამ ყველამ იცის სიმართლე, თუ რატომ წავაგეთ და ნებისმიერი გულწრფელი საუბარი იმაზე, სად მივდივართ შემდგომ, აქედან უნდა დაიწყოს“, - წერს ვენსი სოციალურ ქსელში.