1762084546
უცხოეთი
იტალიის ალპებში ზვავის შედეგად, ხუთი გერმანელი მთამსვლელი დაიღუპა - Reuters
იტალიის ალპებში ზვავის შედეგად, ხუთი გერმანელი მთამსვლელი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, მთამსვლელები შაბათს სოფელ სოლდასთან ახლოს, ციმა ვერტანას მთაზე ასასვლელად გაემგზავრნენ. როგორც აღმოჩნდა, ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ისინი მწვერვალისკენ მიემართებოდნენ.
მაშველებმა ორი მამაკაცისა და ერთი ქალის ცხედრები შაბათს იპოვეს, ხოლო კიდევ ორი დაღუპული, მამა და მისი 17 წლის ქალიშვილი - კვირას.
ირკვევა, რომ კიდევ ორი მთამსვლელი უვნებლად გადარჩა.
ცნობისთვის, ორტლერის მთები, რომელიც შვეიცარიის საზღვართან ახლოს მდებარე იტალიის ალპების ნაწილია, გამოცდილი მოლაშქრეებისა და მთამსვლელების პოპულარული ადგილია.