Loading data...
ისრაელმა ლიბანში ქალაქ ტირეზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 8 ადამიანი - BBC

ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ტირეზე იერიში მიიტანა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.

ირანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ლიბანში თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი დარტყმები განახორციელოს.

მიუხედავად ამისა, ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებს. 

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე კონფლიქტს ქვეყანაში 3 666 ადამიანი ემსხვერპლა.