Loading data...
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი დაბომბა

ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე. აღნიშნულ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ბეირუთის სამხრეთ უბნებში. შესაძლო მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. 

შეგახსენებთ, ისრაელის დაბომბვის გამო ლიბანიდან სირიაში 22 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა. ლიბანში ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად ბოლო 1 დღის განმავლობაში 72 ადამიანი დაიღუპა და 392 დაშავდა.