Loading data...
„ისრაელი სრულ პასუხისმგებლობას იღებს“ - ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ კატარში განხორციელებული დარტყმები დამოუკიდებელი ოპერაცია იყო

დოჰაში „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმა მთლიანად ისრაელის ოპერაცია იყო, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინგლისურენოვან განცხადებაში.

„ჰამასის“ მთავარი ტერორისტული ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული დღევანდელი თავდასხმა ისრაელის სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო. ისრაელმა დაიწყო, ისრაელმა ჩაატარა და ისრაელი სრულ პასუხისმგებლობას იღებს“, - წერს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, ისრაელმა კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.