ისრაელ კაცი: თუ ლიბანი „ჰეზბოლას“ თავდასხმებს არ შეაჩერებს, ისრაელი „ტერიტორიას დაიკავებს და ამას თავად გააკეთებს“
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, მან ლიბანი გააფრთხილა, რომ თუ ის არ შეაჩერებს „ჰეზბოლას“ თავდასხმას, ისრაელი „ტერიტორიას დაიკავებს და ამას თავად გააკეთებს“.
„ჰეზბოლამ“ გუშინ ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით ძლიერი დაბომბვები დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძალის გამოყენებით უპასუხეს დაჰიეში [ბეირუთის სამხრეთ გარეუბანი, „ჰეზბოლას“ დასაყრდენი] და „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ ლიბანის მასშტაბით“, - განაცხადა კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას.
„გავაფრთხილე ლიბანის პრეზიდენტი, რომ თუ ლიბანის მთავრობამ არ იცის, როგორ გააკონტროლოს ტერიტორია და ხელი შეუშალოს „ჰეზბოლას“ ჩრდილოეთის თემების დაშინებასა და ისრაელის დაბომბვაში, ჩვენ ავიღებთ ტერიტორიას და ამას თავად გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალეს, მოემზადონ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების აქტივობის გაფართოებისთვის და აღადგინონ სიმშვიდე და უსაფრთხოება ჩრდილოეთ თემებში“.