Loading data...
ისრაელ კაცი: დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ცეცხლს ეთამაშება!

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ცეცხლს ეთამაშება. მინისტრი ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად განაიარაღოს დაჯგუფება და საკუთარი ვალდებულება შეასრულოს.

ამის შესახებ ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს.

„„ჰეზბოლა“ ცეცხლს ეთამაშება, ლიბანის პრეზიდენტი კი საქმეს აჭიანურებს. ლიბანის მთავრობის ვალდებულებაა, განაიარაღოს „ჰეზბოლა“ და ის სამხრეთ ლიბანიდან გაიყვანოს. ეს უნდა შესრულდეს. მაქსიმალური ზომების აღსრულება გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ არ დავუშვებთ საფრთხეს ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებთათვის“, – წერს ის X-ზე.