Loading data...
ირლანდიაში მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „შინ ფეინმა“ თავისი რიგებიდან მეჩეთში თავდასხმის დაგეგმვაში შესაძლო მონაწილეობის გამო პარტიის წევრი გარიცხა

ირლანდიის ოპოზიციურმა პარტია „შინ ფეინმა“ თავისი რიგებიდან მეჩეთში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში შესაძლო მონაწილეობის გამო პარტიის ერთი წევრი გარიცხა. ამის შესახებ Politico იტყობინება. 

პარტია „შინ ფეინმა“ ერთ-ერთი წევრის გარიცხვა მას შემდეგ დაადასტურა, რაც პარტიიდან გარიცხული ქალის პარტნიორი იმიგრანტებზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

„არ დავუშვებთ, რომ ჩვენზე გავლენა ულტრამემარჯვენეებმა მოახდინონ. ულტრამემარჯვენეები უკვე რამდენიმე წელია ავიწროებენ ჩვენს პარტიას, ჩვენი პარტიის წევრების სახლების, ოფისების პიკეტირებას ცდილობენ და ბოლო დროს, ძალადობრივ ქმედებებსაც მიმართავენ“, - განაცხადა პარტია „შინ ფეინის“ თავმჯდომარემ დეკლან კირნიმ.

ინფორმაციისთვის, ირლანდიელმა სამართალდამცველებმა ვიდეომასალა ამოიღეს, სადაც ჩანს რომ ნიღბიანი კაცები მეჩეთის აფეთქებით და მიგრანტების თავშესაფრებზე თავდასხმებით იმუქრებიან.

გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ვიდეო პარტიიდან გაძევებული ქალის სახლში არის ჩაწერილი.