Loading data...
ირლანდიაში დააკავეს კაცი, რომელიც სავარაუდოდ, მეჩეთში თავდასხმას გეგმავდა

ირლანდიაში დააკავეს ლიეტუველი კაცი, რომელიც სავარაუდოდ, მეჩეთში თავდასხმას გეგმავდა. მის მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამის შესახებ LRT წერს. 

ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიეტუველი კაცი სავარაუდოდ, კიდევ ერთ ეჭვმიტანილთან ერთად იყო და ულტრამემარჯვენე დაჯგუფების დახმარებას გეგმავდა. 

„ამ შემთხვევაში, მეჩეთისა და მუსლიმების წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმას არა ირლანდიელი ნაციონალისტები, არამედ ლიეტუველი კაცი ცდილობდა“, - განაცხადა ირლანდიაში ლიეტუვური საზოგადოების ხელმძღვანელმა არუნას ტეიშერსკისმა. 

თავდასხმის ბრალდებით დაკავებული კაცი 38 წლის კაროლის პეკაუსკასია. 

დაკავებულებს უკვე ბრალი წაუყენეს.