Loading data...
ირანში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას გააგრძელებენ

ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყასემ ღარიბაბადმა განაცხადა.

მან, ასევე,  გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც თეირანის მიერ სრუტეზე სუვერენიტეტის განმტკიცების პოლიტიკაში მონაწილეობენ.

ღარიბაბადმა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თაღლითური ნაბიჯი უწოდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რამდენიმე ირანელ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც, ბრიუსელის შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვაში მონაწილეობდნენ.

„ირანი არ ანიჭებს მნიშვნელობას ამ პოლიტიკურ და თვალთმაქცურ ევროპულ ნაბიჯს და გააგრძელებს ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და თავისი სუვერენული უფლებების განხორციელების სტრატეგიას“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.