1783496692
უცხოეთი
ირანმა და აშშ-მა ერთმანეთზე საჰაერო იერიშები განახორციელეს, მაგრამ მოლაპარაკების გაგრძელებას გეგმავენ
აშშ-ის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირანის მოქმედება სრულიად მიუღებელია, მაგრამ აშშ ირანთან მოლაპარაკების გაგრძელებას გეგმავს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებას გააგრძელებენ და თეირანის მიერ წამოყენებული პირობების შესრულებას შეეცდებიან.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსი იუწყება, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის 85 ობიექტზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები განახორციელეს.
თავის მხრივ, აშშ-ის ცენტრალური მეთაურობა იუწყება, რომ 7-8 ივლისს, ღამით, ირანის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა რადიოსალოკაციო სადგურებზე, სარაკეტო სისტემებზე და კატარღებზე შეტევები განახორციელა.