Loading data...
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თეირანის სასურველ ზოგად პრინციპებს შეესაბამება

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სოციალურ პლატფორმა X-ზე აღნიშნავს, რომ ირანის სასურველი ზოგადი პრინციპების მიღებით შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ირანის დიდი მოწამე ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, სისხლის ნაყოფი და მთელი ხალხის ადგილზე ყოფნის მიღწევა იყო.

„დღეიდან ჩვენ ერთად დავრჩებით. იქნება ეს დიპლომატიის სფერო, თავდაცვის სფერო, ქუჩა თუ მომსახურების მიწოდების სფერო“, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი. 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თანახმაა ირანის დაბომბვა 2 კვირით შეაჩეროს. 

„თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა, ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა ტრამპმა.