1778071563
უცხოეთი
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტი შესაძლებელია
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტი შესაძლებელია.
„აგრესორის მხრიდან მუქარის დასრულებისა და ახალი პროცედურების გათვალისწინებით, სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფა შესაძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „პროექტ თავისუფლების“ დაპაუზებას მოჰყვა.