1765099355
უცხოეთი
ინდოეთში ღამის კლუბში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ტურისტებიც
ინდოეთში, გოას შტატში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დაღუპულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, კლუბის თანამშრომლები არიან. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც. დაშავებულია ექვსი ადამიანი.
როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, კლუბის სამზარეულოში გაზის ავზი აფეთქდა, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია.
მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა.