Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას, შესაძლოა, მტკივნეულ დათმობებზე მოუწიოს წასვლა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მიიჩნევს, რომ უკრაინა, შესაძლოა, იძულებული გახდეს მტკივნეულ დათმობებზე წავიდეს, ამის შესახებ მან გამოცემა Neue Osnabrücker Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„ეს უკრაინისთვის უდავოდ უკიდურესად რთული პროცესი იქნება, რომელიც შეიძლება რეფერენდუმით დასრულდეს“, - განაცხადა ვადეფულმა. 

მისივე თქმით, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეებს მოუწევთ გადაწყვიტონ, შეუძლიათ თუ არა ომის დასრულების პირობების მიღება. 

„დიპლომატიის ამოცანაა – შეიმუშაოს კომპრომისები. საბოლოო ჯამში, ეს დაკავშირებული იქნება მტკივნეულ დათმობებთან“, - აცხადებს მინისტრი.