1764703238
უცხოეთი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი საბაბს ეძებს, რათა თავი აარიდოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების სურვილის უქონლობაში დაადანაშაულა.
როგორც გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, პუტინი „ყოველთვის ეძებს ახალ საბაბებს, თუ რატომ არ სურს მოლაპარაკება“.
„ამიტომ, მე ჯერ კიდევ ეჭვი მეპარება, მზად არის თუ არა ის საერთოდ სერიოზულად ისაუბროს მშვიდობაზე“, - დასძინა მან.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც ორივე მხარე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე შეთანხმდა.