ევროკავშირი: „ზაპად-2025“-ის წვრთნები რუსეთის მშვიდობისკენ სწრაფვაზე არ მიუთითებს

ევროკავშირმა განაცხადა, რომ აკვირდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს „ზაპად-2025“-ს და მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მშვიდობისთვის მზადყოფნის არარსებობას ადასტურებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი „ყურადღებით აკვირდება“ „ზაპად 2025“-ის სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომისა და რუსული დრონების მიერ ჩვენი წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევის გათვალისწინებით, ZAPAD-2025-ის მსგავსი წვრთნები არ აჩვენებს დეესკალაციისა და მშვიდობისადმი ერთგულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი ასევე მიიჩნევს, რომ წვრთნებში სხვა ქვეყნების მონაწილეობა „უსაფრთხოების სერიოზული შეშფოთების საგანია“.
„ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთი და ბელარუსი სრულად შეასრულებენ თავიანთ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ეუთოს 2011 წლის ვენის დოკუმენტს.
ევროკავშირი კვლავ ფხიზლად რჩება ZAPAD-2025-თან დაკავშირებული ნებისმიერი პოტენციური უსაფრთხოების საფრთხის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.