1788355295
უცხოეთი
ესტონეთმა ახალი პრეზიდენტი აირჩია
ესტონეთის პარლამენტმა იუსტიციის კანცლერი ულე მადისე ესტონეთის ახალ პრეზიდენტად აირჩია.
ფარული კენჭისყრისას, მადისეს კანდიდატურას 71-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მეთაურის ასარჩევად 68 ხმა იყო საჭირო.
შვიდი ბიულეტენი მოუნიშნავი აღმოჩნდა, თუმცა ბათილად ერთი ბიულეტენი არ ცნეს.
51 წლის ულე მადისე 1974 წლის 11 დეკემბერს ტარტუში დაიბადა. ის ცნობილი ესტონელი იურისტი, სამართალმცოდნე და იუსტიციის კანცლერია.
მადისე პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 12 ოქტომბერს შეუდგება და პარლამენტში ფიცს დადებს.