Loading data...
ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მურსიას ქალაქთან ახლოს მდებარე რეგიონულ პარკში ტყის ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან, -ამის შესახებ EFE იტყობინება.

როგორც მედია წერს, ხანძარი მაღალ გორაკზე გაჩნდა და დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ლოს-გარსესის უბნიდან დაახლოებით ასი მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო.

შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 300 მეხანძრეა მობილიზებული. ასევე, მობილიზებულია თვითმფრინავები, ისინი ძნელად მისადგომ ადგილებში ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებენ.