Loading data...
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს ეწვევა და სი ძინპინს შეხვდება

„ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩინეთს ეწვევა, რადგან მადრიდი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან სავაჭრო კავშირების გაღრმავებას ცდილობს“, - აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. 

სანჩესი ჩინეთს 11-დან 15 აპრილამდე ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან, პრემიერ-მინისტრ ლი ძიანთან და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარე ჟაო ლეჯისთან.

„ჩინეთი მზადაა ესპანეთთან ითანამშრომლოს, რათა პრემიერ-მინისტრ სანჩესის ვიზიტი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა სტრატეგიული ურთიერთნდობის შემდგომი გაღრმავებისთვის, თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მრავალმხრივი კოორდინაციის გასაძლიერებლად და ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე ასაყვანად“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ბოლოს ჩინეთს 2025 წლის აპრილში  იმყოფებოდა.