Loading data...
ერდოღანმა ტრამპს განუცხადა, რომ მიესალმება სამშვიდობო ძალისხმევას, თუმცა ისრაელმა წარმატებისთვის თავდასხმები უნდა შეწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. 

სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ტრამპს განუცხადა, რომ თურქეთი მიესალმება რეგიონში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა, „წარმატების მისაღწევად, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები“

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკული მხარის მოთხოვნით გამართულ სატელეფონო საუბარში ერდოღანმა ტრამპს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს რეგიონში სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერას.

ასევე, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დასძენენ, რომ ერდოღანმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაძლიერებისკენ ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას, კერძოდ, თავდაცვის ინდუსტრიაში.