Loading data...
ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაიღუპა 22 ადამიანი

ეგვიპტის აღმოსავლეთ ნაწილში ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი, 28 კი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, წერს BBC

ავტოსაგზაო შემთხვევა სამხრეთ სინაის პროვინციაში, წითელი ზღვის ქალაქებს - დაჰაბსა და ნუვეიბას შორის გზაზე მოხდა.

ეგვიპტური და იორდანიული მედიის ცნობით, ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის 10-მდე იორდანიის მოქალაქეა.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველა დაშავებული სამ სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობს.

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე, უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში ავარიის დროს.

ეს ტერიტორია პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს ვიზიტორებს.

საგზაო შემთხვევები ეგვიპტეში ხშირია. ხელისუფლების ცნობით, 2025 წელს ავარიის შედეგად დაახლოებით 6 000 ადამიანი დაიღუპა.