1765086598
უცხოეთი
დონალდ ტუსკი: ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა
„ევროპა ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირეა და არა პრობლემა“, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი.
აღნიშნულ განცხადებას ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
„თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“, - წერს მასკი.
If you combine Donald Trump and Elon Musk, you get … 😂 https://t.co/qfXnBwCoCk
— Elon Musk (@elonmusk) December 6, 2025