Loading data...
დონალდ ტრამპი: როდის აჯანყდება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?

როდის აჯანყდება ირანელი ხალხი და ბრძოლას დაიწყებს? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, ის არ ცდილობს, ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.

ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისთვის სულ ერთია, მოაწერს თუ არა თეირანი ხელს შეთანხმებას, რადგან ირანთან მიმართებით შექმნილი ვითარებით კმაყოფილია.

„არ ვცდილობ, ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, როგორც ABC Fake News-მა გაავრცელა. საერთოდ არ მაინტერესებს, მოაწერენ თუ არა ხელს მათთვის უვარგის შეთანხმებას. ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია უფრო მეტად მომწონს, როდესაც ჩვენ ჰორმუზის სრუტეს თითქმის სრულად ვაკონტროლებთ, ხოლო მათი ეკონომიკა სრულ კოლაფსს განიცდის. ისინი უბრალოდ გარდაუვალი შედეგის დადგომას ელიან. როდის აჯანყდება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?“ - წერს ტრამპი.