1780982397
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ირანზე „სრულ გამარჯვებას“ ორ კვირაში გამოვაცხადებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში შეერთებული შტატები ირანზე „სრულ გამარჯვებას“ გამოაცხადებს.
„ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მათ ძალიან კარგი შეთანხმების დადება სურთ. ისინი მზად არიან, ყველაფერი მოგვცენ, მზად არიან, უარი თქვან ბირთვულ იარაღზე“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა.
„ვფიქრობ, ამ ბრძოლაში ვიმარჯვებთ, მაგრამ ნამდვილ გამარჯვებას მომდევნო ორ კვირაში მივაღწევთ, როდესაც სრულ გამარჯვებას გამოვაცხადებთ. ეს იქნება სრული გამარჯვება, ძალიან მალე მოხდება და ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.