Loading data...
დონალდ ტრამპი: იმპიჩმენტის საერთოდ არ მეშინია - ეს დემოკრატიულ პარტიას გაანადგურებს

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრულებით არ ადარდებს შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ, რაც 2026 წლის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე - ნერვიულობს თუ არა მოსალოდნელ იმპიჩმენტზე, ტრამპმა უპასუხა: „არა, ოდნავადაც კი არ ვნერვიულობ“.

„ვფიქრობ, ეს დემოკრატიულ პარტიას გაანადგურებს, თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ. იმპიჩმენტი უმიზეზოდ? რისთვის, წარმატებული ქვეყნის შექმნისთვის? ჩვენი ქვეყანა ახლა იმაზე წარმატებულია, ვიდრე ოდესმე მის ისტორიაში“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ორჯერ - 2019 და 2021 წლებში გამოუცხადეს, თუმცა ორივე შემთხვევაში სენატმა ის გაამართლა.