დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას აპირებს. ინფორმაციაზე CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია საშუალება იუწყება, დონალდ ტრამპი განიხილავს, ჩაერთოს თუ არა შეერთებული შტატები ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტში.
მოგეხსენებათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა G7-ის სამიტი ერთი დღით ადრე დატოვა და ვაშინგტონში დაუყოვნებლივ დაბრუნდა.